საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების გამკაცრების შესახებ კანოონი მესამე მოსმენით, უკვე მიიღო. კენჭისყრის შედეგად, კანონს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი პარლამენტარი იყო.
აღნიშნულთან ერთად, კანონით აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც, რომელიც ძალაში 2022 წლის, პირველი მარტიდან შევა. კენჭისყრაზე, დღის წესრიგში დაყენებულ საკითხს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 2 იყო.
განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს ეხება, აზარტული თამაშების თამაშის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25 წელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს, ამ ტიპის თამაშების უფლება არ ექნებათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press