თურქეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რუსეთთან ურთიერთობას - ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა ანკარა და პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მას შემდეგ, რაც თურქეთის ქალაქ კერფეზში ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკი გაიხსნა. დუდაევი რუსეთში ტერორისტულად აღიარებული და აკრძალული თვითგამოცხადებული იჩკერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. კადიროვის თქმით, თურქეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ჩეჩნეთის პარლამენტი, სასულიერო პირები და უშიშროების ძალები, რომლებმაც მას პასუხის გაცემა სთხოვეს. კადიროვმა მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანკარას ქმედებებზე დიპლომატიური პასუხის მოთხოვნით და დაემუქრა, რომ დუდაევის პარკის გამოჩენის საპასუხოდ, გროზნოში გახსნას ქურთისტანის მუშათა პარტიის დამფუძნებლის აბდულა ოჯალანის ძეგლს. რომელიც ახლა თურქეთის ციხეში იხდის სამუდამო პატიმრობას. კადიროვის სიტყვებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, კრემლს ესმის ჩეჩნეთის მეთაურის მკაცრი რეაქცია პარკის გახსნაზე - პესკოვმა ასეთ გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ყველა მაცხოვრებლისთვის მტკივნეული უწოდა და თქვა, რომ მოსკოვმა დიპლომატიური არხებით უკვე აცნობა თურქ კოლეგებს.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press