საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია "ცხელი ხაზით".
ამასთან, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.
უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზ...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური ...
მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასთან...
თეთრმა სახლმა ევროპელ ოფიციალურ პირებს აცნობა თ...
Mana press