საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია "ცხელი ხაზით".
ამასთან, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.
უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამი...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქსა და ქალაქ ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხა...
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრა...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
Mana press