Foto

პოლიციელი, რომლის გასროლილ ტყვიას ქალი ემსხვერპლა, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

პოლიციელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში გასროლილი ტყვიით, მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა, თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

საქალაქო სასამართომ ჩადენილი დანაშაულისთვის პოლიციელს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბდა, რის საფუძველზეც საპატიმრო 2021 წლის ივლისში, წელიწადსა და სამ თვეში დატოვა.

ფაქტობრივი გარემოებები, რომელებზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შემსუბუქების განაჩენი მიიღო, „რადიო თავისუფლებისთვის“ უცნობია.

გამოცემის ცნობით, ბრალდებულის განთავისუფლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გარდაცვლილის შვილის ოჯახმა არ იცოდა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი თიკა მახალდიანის დედა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ნუცუბიძის ქუჩაზე, პოლიციელი არაფხიზელ მდგომარეობაში იარაღს უმისამართოდ ისროდა.