Foto

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენეთ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. ბრალი ექსპრეზიდენტის გარდა კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს წარედგინათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ერთ-ერთ ბრალდებულს ელგუჯა ცომაიას კიდევ ერთი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაში დახმარებისთვის აქვს წარდგენილი.