დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა.
გიორგი მენაბდის უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს. მანამდე, გიორგი მენაბდე სასამართლო პროცესებში წლების განმავლობაში, მოწმის სტატუსით მონაწილეობდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press