კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მხრიდან, რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს რუსულ სახელისუფლებო მედიაში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ის უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება.
მისივე განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, რუსეთი ყოველთვის მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება მისსავე ინტერესებს.
„სანქციების დაწესება სახელმწიფოს, რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება. რის გასაკეთებლადაა რუსეთი მზად? რუსეთი მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კრემლის სპიკერმა.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press