Foto

ნიკა კვარაცხელიას საქმის პროკურორი – რატომ? ამ კითხვაზე პასუხი გამცენ ბრალდებულებმა, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა

საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

პროცესზე მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ორივე  ბრალდებული გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ესწრებოდნენ.

პროკურორმა საქმის არსებით განხილვაზე დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე.

ამასთან მან ბრალდებულებს კითხვით მიმართა - "მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს". - განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

წინა სხდომებზე განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, თანამზრახველი არ ჰყოლია და მკვლელობა ჯგუფურად არ ჩაუდენია.

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ.

მეორე ბრალდებულმა, კი გიორგი კავილაძემ წარდგენილი 2 ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მისი დანასაული მხოლოდ ისაა, რომ  "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".

ცნობისთვის,  2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.