სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 104-ე შეხვედრა იმართება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხება, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს ისე კირბალში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს.
ანთაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ოკუპაციის შედეგია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს ეკისრება.
"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე რათა, ისინი რაც შეიძლება მალე დაურუნდნენ საკუთარ ოჯახებს. შეხედრაზე, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ბორდერიზაციაზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებსაც. ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს" , - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press