სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართლა.
6 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, სხდომაზე ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 6 მოქალაეის საკითხი განიხილეს.
ირაკლი ანთაძე ზუსტ დროს ვერ ასახელებს თუ რა დროში მოხდება დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
"მათ ედავებიან ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო დაკავებას და ნაროკოტიკული საშუალების კონტრაბანდას. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას ეს საკითხი საგანეგებოდ იქნა დასმული და განმარტებები მოვითოვეთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავაშირებით ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს საფუძველი რომ მის მიმართ რამიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება იყო გამოყენებული და ასეთის ალბათობა გამორიცხეს. ანალოგიურ ინფორმაციას ვიღებდით ცხელი ხაზის მეშვეობითაც. ეს ინფორმაცია არ ზიარდეება მოხდო ჩვენს შორის და ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები და არებობს ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
რაც შეეხება შემდგომ ე.წ პროცედურებს თუ რა იგეგმება 6-ვე უკანონო დაკავებული პირის მიმართ პასუხი რაც იქნა მიღებული - ეს ე.წ პროცედურები მიმდინარეობს და ისინი არ არმოჩნდნენ მზად მოეწოდებინათ მეტი კონკრეტიკა. ბრძოლა გაგრძლედება მანამდე, სანამ თითეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა , რადგან არასწორი მოლოდინები არ გაჩნდეს, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება." , - აცხადებს ირაკლი ანთაძე.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press