7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.
უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად ექსპრეზიდენტი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ექსპრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგ...
პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
Mana press