Foto

ნაადრევი გადაწყვეტილებაა - უკრაინის საგარეო აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების გაყვანაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ნაადრევია. 

როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი ოლეგ  ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია. 

„პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებებს დარწმუნდნენ თავიანთი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებასა და დაცულობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი ნაბიჯი არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითი", - წერს საგარეო უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.