Foto

BLB - კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

კალიფორნიის სასამართლომ  Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, - ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს.

"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! - წერია კომპანიის Facebook-ზე. 

ცნობისთვის, Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.

თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ დაეთანხხმა მოთხოვნას შეწყვეტილიყო საქმის წარმოება. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.