პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ კონფლიქტი, 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო დაიწყო, რასაც საბოლოოდ, შურისძიების მოტივით, მკვლელობა მოჰყვა.
„ა.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press