Foto

პროკურატურამ მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ კონფლიქტი, 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო დაიწყო, რასაც საბოლოოდ, შურისძიების მოტივით, მკვლელობა მოჰყვა.

„ა.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს  ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად  ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია განცხადებაში.