საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გასაღეს, ხოლო 7 ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს.
სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 15 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები იქნა ამოღებული.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ობიექტზე ყალბი ფულის გასაღების ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press