საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა. „ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამოდენიმეჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა. ვ.გ.-მ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა. სამართალდამცველებმა ვ.გ. 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. უწყების ცნობით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press