პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press