Foto

არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ - ომში მყოფი ოქრუაშვილი სასამართლოში დაიბარეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს.

„რა ვქნა, რა წყალში გადავარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.