13 ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელ აუცილებლობაზე“. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ჩვენმა მეგობრებმა - ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდდებელ აუცილებლობაზე“, - წერს დეპუტატი.
დეპუტატის თქმით, ყველა ეს ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს ქვეყანას, აქვე, დასძინა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press