რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ფოსფატის საბრძოლო მასალას იყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ფოსფატის საბრძოლო მასალის გამოყენების შემთხვევა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლექსი ბილოშიცკიმ განაცხადა.
უკრაინული მედია წერს, რომ თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღი აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებებით (კონვენციის III პროტოკოლი ცალკეული ჩვეულებრივი იარაღის შესახებ) სამხედრო მიზნებისათვის, რომლებიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტებში ან მის მახლობლად.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press