უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არის მშვიდობის გასაღები, ასეთი სამიტი შესაძლოა ჩატარდეს მაშინ, როდესაც შემუშავებული იქნება შესაძლო კომპრომისები პირისპირ სასაუბროდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, იხაილ პოდოლიაკმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან", - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ერთადერთი ადაიანი, რომელსაც ყველაზე ზუსტად ესმის ყველა ასპექტი იმია, თუ როგორ მიმდინარეობს ომი ორ ქვეყანას შორის.
პოდოლიაკმა ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდისთვის შეიძლება შედგეს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რადგან აღნიშნული ჯერჯერობით უცნობია.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ აჩვენა თავისი საბრძოლო მზადყოფნა და ლოგისტიკური სიმწიფე და შეძლო, ომის ინფრასტრუქტურის აშენება და დასძინა, რომ ეს შესაძლებლობას ხდის, გაიმართოს სწორი მოლაპარაკებები.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press