Foto

რუსეთი ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას აგრძელებს

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ბელარუსის საზღვარზე ტექნიკის მომარაგებას, - ამის შესახებ ინორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთანავე, უკრაინული მედია წერს, რომ არსებული ინფორმაციით, გრძელდება რუსული და ბელარუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური მოძრაობა ბელარუსის ტერიტორიაზე, შემდგომ კი, ეს ჯარები უკრაინის საზღვრის გასწვრივ ინაცვლებენ.

„უნიანი“ წერს, რომ ბელარუსში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც გმობენ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლების დახმარებას რუსეთისთვის უკრაინასთან ომში, ნაწილობრივ გააუქმეს სარკინიგზო კომუნიკაცია ბელარუსსა და უკრაინას შორის. აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 28-ე დღეა. ჯარების ოპერატიული დაჯგუფებები მოქმედებენ დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტაურიდას რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილებში. მათ შეაკავეს ოკუპანტების წინსვლა ზაპოროჟიეს მიმრთულებით. ასევე, უკრაინელი სამხედროები იცავენ მარიუპოლს ოკუპანტებისგან.