Foto

ოკუპანტებმა რუბიჟნეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაღუპულებს შორის 2 ბავშვია

უკრაინაში, ქალაქ რუბიჟნეში რუსული ჭურვი მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი იუწყება.

„სამშაბათს, დაახლოებით 20:00 საათზე მტრის ჭურვი რუბეჟნოეში მაღალსართულიან შენობას მოხვდა. მეხუთე სართულზე ჭურვი აფეთქდა. მაშველებმა სამი დაღუპული იპოვეს, მათ შორი, ორი ბავშვი“, - წერს სერგეი გაიდაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთანავე, სერგეი გაიდაი აღნიშნავს, რომ მტერი არ ჩერდება და ჯიუტად აგრძელებს მშივოდბიანი მოსახლეობის დაბომბვას.

„დღეს, კიდევ ერთხელ, მსოფლიო გაიგებს, რა არის ე.წ რუსული სამყარო - ეს არის პატარა ბავშვების სიკვდილი“, - წერს სერგეი გაიდაი.