რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს იცავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
როგორც დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის ჯარი ხარკოვის ჩრდილოეთიდან და მარიუპოლის სამხრეთიდან მიიწევს წინ. ასევე, ოკუპანტები ცდილობენ ნიკოლაევისთვის გვერდის ავლით, დასავლეთისკენ, ოდესისკენ იმოძრაონ.
დაზვერვის ცნობით, 24 თებერვალს კიევზე წარუმატებელი შეტევის გამო, რუსული ჯარები კონცენტრირდნენ უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე. ოკუპანტები იპყრობენ ახლომდებარე სოფლებს და ატერორებენ მოსახლეობას. ისინი ბლოკავენ მოსალეობისთვის საკვების მიწოდებას და მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press