რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განსაკუთრებული ფსონი დადო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
„მარიუპოლში მყოფ მოსახლეობას ოკუპანტებმა შეგნებულად შეუქმნეს ისეთი პირობები, რომლითაც მათ არ შეუძლიათ ქვეყნიდან გასვლა, სამაგიეროდ მიჰყავთ ისინი რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქოს უკრაინელებს ეს უხარიათ. უკრაინის ტერიტორიიდან გაძევებულ უკრაინელებს შეუძლიათ დაბრუნდნენ, სხვა ქვეყნების გავლით, მაგალითად, საქართველოს“, - განაცხადა მან.
გერაშენკომ დასძინა, რომ ჩერნიგოვში ძალიან საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა.
„ოკუპანტემა ღამით დესნაზე ხიდი გაანადგურეს. არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა იქ მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. სავარაუდოა, რომ პუტინმა ამ ქალაქზე სპეციალური ფსონი დადო“, - განაცხადა გერაშენკომ.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press