რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის ელჩმა, ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა.
„ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის კორონავირუსის სიტუაციის გაუმჯობესებაზე. ჯერჯერობით მისი განზრახვაა, რომ მას სურს სამიტზე დასწრება“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთის G20-დან გარიცხვას განიხილავენ.
ამასთანავე, ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებდა ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიში, G20-ის ნოემბერში გამართულ სამიტზე მონაწილეობას.
ცნობისთვის, დიდი ოცეულის სამიტს, მიმდინარე წელს სწორედ ინდონეზია მასპინძლობს. ის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press