დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ, - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, როდის გამოაქვეყნებს თავდაცვის სამინისტრო დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ ინფორმაციას.
„მართლაც, ერთხელ იყო გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს პრეროგატივა ბოლომდე ეკუთვნით მხოლოდ მათ, კერძოდ, ჩვენს სამხედროებს.როდესაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია, ომის დაწყებიდან მხოლოდ ერთხელ, მარტის დასაწყისში გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღუპული იყო მათი 498 სამხედრო, დაშავებული კი 1 597.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press