გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეტევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ მან ბუდენსტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„პუტინის შეტევა შეჩერდა, მიუხედავად ყველა იმ ზარალისა, რაც მას ყოველდღიურად მოაქვს“, - განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა „უნდა მოისმინოს სიმართლე“, შეწყვიტოს ბრძოლა და მოძებნოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზები.
შოლცის თქმით, ომი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ „რუსეთის მომავალსაც“.
„ჩვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ ეს ზომები არ უნდა ურტყავდეს ევროპულ სახელმწიფოებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა შოლცმა.
შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ გერმანიის იმედი. მისივე თქმით, ქვეყანა ყველა უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press