უკრაინის ტერორისტული ჯგუფები აგრძელებენ საომარ მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელი დამცველები კი, ყველა მიმართულებით წინააღმდეგობას უწევენ,- ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 200-ზე მეტი სამხედრო მოკლეს და გაანადგურეს ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა.
„გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ამასთანავე, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 6 საჰაერო თავდასხმა", - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press