დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ყოველდღიურ ანალიზს აკეთებს, იუწყება, რომ უკრაინელებმა მოახერხეს კიევის აღმოსავლეთით და დედაქალაქიდან 35-კმ-მდე დაშორებით პოზიციებზე თავდაცვითი კონტროლის დამყარება.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის არია გააგრძელებს კონტრშეტევას გოსტომელის აეროდრომზე, რომლიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ სამხრეთ უკრაინაში რუსული არმია აგრძელებს ნიკოლაევის ფლანგირების მცდელობას და ოდესაში გადასვლას, მაგრამ ამას კვლავ აფერხებს უკრაინის მიერ გაწეული წინააღმდეგობა და მტრის ლოჯისტიკური პრობლემები.