უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 16 100-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 561 ტანკი, 1 625 ჯავშანტექნიკა, 291 საარტილერიო სისტემა, 90 სარაკეტო სისტემა და 49 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 115 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 1 089 საავტომობილო ტექნიკა, 53 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 72, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 42, სპეციალური აღჭურვილობა - 18 და გემები/ნავები - 5 ერთეული.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press