რუსი ოკუპანტების მიერ 16 მარტს, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ვიწყებთ სამწუხარო ინფორმაციით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა. ბოლომდე არ გვინდა, რომ დავიჯეროთ ეს საშინელება. ბოლომდე გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველა გადარჩა, ვინც ოკუპანტების ტერორისტული ქმედების დროს თეატრის შენობაში იმყოფებოდა,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ მაშინ, როცა რუსული თვითმფრინავი მარიუპოლის დრამატულ თეატრს ბომბავდა, შენობის წინა და უკანა მხარეს გაკეთებული იყო წარწერა - „ბავშვები“, ნიშნად იმისა, რომ იქ მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press