Foto

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი, იაკოვ რეზანცევი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„ჩვენი სამედროების მიერ კიდევ ერთი გენერალია ლიკვიდირებული. ამჯერად, ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი, იაკოვ რეზანცევი. ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში. როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა“, - წერს ალექსეი გონჩარენკო.