უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი სამედროების მიერ კიდევ ერთი გენერალია ლიკვიდირებული. ამჯერად, ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი, იაკოვ რეზანცევი. ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში. როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა“, - წერს ალექსეი გონჩარენკო.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press