Foto

გენშტაბი - გასულ დღე-ღამეში უკრაინამ 170-მდე რუსი სამხედრო მოკლა

უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ 170-მდე ოკუპანტი მოკლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ერთეული ჯავშანტექნიკა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ჩამოგდებულია რუსი ოკუპანტების 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი და 5 საკრუიზო რაკეტა. 

გენშტაბში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების თავდასხმის თვითმფრინავებმა, დამანგრეველი სარაკეტო და ბომბის დარტყმები მიიტანეს აღწურვილობის სვეტებსა და საოკუპაციო ძალების კონცენტრაციებზე.