რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 136 ბავშვი ემსხვერპლა, 200 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
„ომის დაწყებიდან 31-ე დღის მონაცემებით, რუსეთის აგრესიას ჩვენს სახელმწიფოში 136 ბავშვი ემსხვერპლა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 199-მა ბავშვმა. ყველაზე მეტი ბავშვი დასავდა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ჟიტომირის, სუმის რაიონებში", - აღნიშნულია გენპროკურატურის განცხადებაში.
განახლებული ინფორმაციის თანახმად, 25 მარტს რუსეთის მიერ დონეცკის დაბომბვას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ერთა დაზიანებები მიიღო. 24 მარტს, ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად 13 წლის გოგომ მძიმე დაზიანებები მიიღო სახეზე.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press