სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ფუნქციონირებდა, რომლის 46.3 პროცენტი თბილისში, 25.8 პროცენტი - აჭარაში, 8.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 7.7 პროცენტი - იმერეთში, 3.2 პროცენტი - კახეთში, 3.2 პროცენტი - სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3.2 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.
უწყების ცნობით, გასულ წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8 პროცენტი - აშშ დოლარზე, 14.7 პროცენტი - ევროზე, ხოლო 33.5 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილი იყო 543.0 მლნ. აშშ დოლარი და 135.3 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 520.5 და 132.0 მილიონს.
2021 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 1 664 ათას კლიენტს, საიდანაც 1 651 ათასი ფიზიკური, ხოლო 13 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 14.1 პროცენტი - უცხოელია. 2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 29.7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37.0 პროცენტი აშშ დოლარზე, 10.7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52.3 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა 1.8 მლნ ლარი, სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press