Foto

NYT- ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იმის გამო იზრდება, რომ კრემლის ხელმძღვანელს არ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ, - ამის შესახებ The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. 

თეთრ სახლში ხაზი გაუსვეს, რომ ვლადიმერ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, უკრაინაზე შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალურ შედეგებზე.

მანამდე, პენტაგონში ეჭვი გამოთქვეს, დანიშნა თუ არა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაზე“ პასუხისმგებელი პირი, რადგან რუსული ჯარები ქაოტურად იქცეოდნენ. 

გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 00-ზე მეტი რუსი ოკუპანტი, ასევე ასობით ტანკი გაანადგურეს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაცილებით მცირე დანაკარგების შესახებ იტყობინება.