აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს, - „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, კეიტ ბედინგფილდმა განაცხადა.
„როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წყვეტს, კონკრეტულად რა დახმარება გაუგზავნოს უკრაინას, ის ითვალისწინებს ორ რამეს. პირელი ეს არის სამხედროების შეფასება, არის თუ არა ეს ყველაზე ეფექტური და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, - განაცხადა მან.
ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაასახელა მეორე ფაქტორიც და აღნიშნა, რომ ბაიდენი „არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის“.
როგორც ბედინგფილდმა ხაზგასმით აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ კონფლიქტამდე მიგვიყვანს აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის“, - დასძინა მან.
ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა“.
„ჩვენ უკრაინასთან მიმდინარე დისკუსიების პროცესსი ვართ და ვეძებთ იმ გზებს, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, თუმცა არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელზეც ამ მომენტში ვისაუბრებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press