აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ძალების ნაწილობრივი გაყვანისა, უკრაინის დედაქალაქი კვლავ საფრთხეშია. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
„კიევს კვლავ საფრთხე ემუქრება, საჰაერო თავდასხმები გრძელდება", - განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდი განსხვავება, როგორიცაა მასიური მოძრაობა, არ უნახავთ და არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კიევის ოლქიდან ჯარებს ნაწილობრივ გაიყვანდა. მიუხედავად ამისა, დღეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადების მიუხედავად, რეგიონებში აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, ჩერნიგოვი და კიევი კვლავ მუდმივი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ არიან.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press