ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ
მესამე განაჩენი 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე – სასამართლომ გადაწყვეტილება ამჯერად იმ ეპიზოდზე გამოაცხადა, რომელში დაზარალებულად ცნობილი არიან „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.
საქმეზე ბრალდებული 6 პირი იყო – დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე.
6-ვე პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლე ნინო ელეიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ყველა ბრალდებაში დამნაშავეები არიან. ბრალი გადაუკვალიფიცრდა მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძეს.
ჟურნალისტებზე ძალადობა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში განხორციელდა. ლექსო ლაშქარავას სახის და სხეულის არეში მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press