კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს,- აღნიშნულ განცხადებას „საქართველოს ეროვნული ბანკი“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
"არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს,"- ვკითხულობთ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მტკიცებით, მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამიას მტკიცებით, რუსეთი იყენებს მეზობელ საქართველოს სანქციების თავიდან აცილების მიზნით, "აშკარად პრორუსული“ მთავრობის თანხმობით, რასაც საქართველო უარყოფს.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press