საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში ჯამში 41 543 ლარს დაეუფლა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press