საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყეს, მათ შორის 2 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა.
აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press