თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი 18 ოტქომბერს დააკავა. დაკავებულთა შორის "გრინსერვის+"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე არიან.
გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარუდგინა და საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
მომხდარის შემდეგ, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფრომა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press