ევროსასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სამართლის თანახმად ადგენს , რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. გარდა ამისა:
შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, კონვენციის 44 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, 9,418 ლარი (ცხრა ათას ოთხას თვრამეტი ქართული ლარი), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს ხარჯებისა და დანახარჯების მიმართ;
სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს სამი წელი განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა".
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press