სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა გაავრცელა.
"ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი! არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?! რუსული ოცნება კლავს! ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!" - წერს ნინი გოგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სამართალდამცავ უწყებებს ნიკა გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press