ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ბენზინი თვითონაც გადაისხა.
შემთხვევის შედეგად, 75 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
დამწვრობის გამო, კლინიკაში მკურნალობს გარდაცვლილი მამაკაცის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press